воскресенье, 18 марта 2018 г.

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018 წელი.



მთვარის მე-3 დღე 
19.03-ის 8.19 სთ.დან 20.03-ის 10.02 სთ.მდე მოქმედებს.
საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, დასავლეთით ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის 25- და კუროს მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.
მოქმედება:
ბრძოლა.
სახელწოდება:
ჯიქი, მეომარი
ეს აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.
ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.
მთვარის მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).
სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.
მისტიური ზეგავლენა:
ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.

ამ მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.
მედიტაცია:
იარაღი.
მთვარე იმყოფება ,,ვერძის'' ზოდიაქოში     17.03-ის 22.57 სთ.დან 20.03-ის 5.07 სთ.მდე



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის   ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 თებზების ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  კირჩხიბის  და  თხის რქის
 ზოდიაქოსთვის.

 დღის  ასტროლოგიური პროგნოზი: 19 მარტი დადებითი და ენერგიული დღეა. კარგ შედეგებს მოიტანს საქმეში აქტიურობა, თავისთავად, თუ პროფესიონალი შეასრულებს მას.

მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს აგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ  ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდგომ.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий