მთვარის მე-15
1.03-ის 18.13-სთ.მდე 2.03-ის 19.24 სთ.მდე მოქმედებს.
სავსე მთვარე 2.03-ის 4.51 სთ.ზე საქართველოს ადგილობრივი დროით.
სიმბოლური შესატყვისება:
|
ქალწულის მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
|
მოქმედება:
|
ცდუნება.
|
სახელწოდება:
|
გველი, ტურა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური
ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია. კარგია ჴ ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.
მთვარე იმყოფება ,,ქალწულის'' ზოდიაქოში 1.03-ის 9.57 სთ.დან 3.03 -ის 12.21 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ხის რქის და კუროს ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და ვერძის ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და ვერძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშილდოსნის და ტყუპების
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშილდოსნის და ტყუპების
ზოდიაქოსთვის.
დღის ასტროლოგიური პროგნოზი:2 მარტი სავსე მთვარის დღეა. (საქართველოს დროით 4.51 სთ.ზე).
ცნობილია, რომ სავსე მთვარე იწვევს უძილობას, პრობლემებს ფსიქიკაზე და გულსისძარღვთა სისტემაზე, ზოგადად, ჯანმრტელობის გაუარესებას
ამ დღეს მომეტებული კატასტროფების სტატისტიკა. საზოგადოება უფრო აგრესიული ხდება, ვიდრე მთვარის სხვა დღეების დროს.
3 მარტს, სასურველია, მნიშვნელოვანი და რთული საქმეები, მოლაპარაკებები არ ვაწარმოოთ
კონკრეულად საღამოს 19-22 საათს შორის საქართველოს ადგილობრივი დროით მთვარე, აგრესორი პლანეტა მარსის კრიტიკულ პოზიციას დაიკავებს, 90 გრადუსი, ,,კვადრატურა' 'რაც აღნიშნულ საათებს გახდის აგრესიის და კონფლიქტების პერიოდად.
სავსე მთვარეზე და უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია სტიქიური ანომალიები მსოფლიო მაშტაბით.
სავსე მთვარის დღეს არასასურველია გეგმიური ქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
ამ დღეს ორგანიზმი სრულად ითვისებს ნებისმიერ გამღზიანებელ ნივთიერებეს, ეს იქნება ანესტეზია, ნარკოტიკები თუ, ალკოჰოლი, ყავა, ნიკოტინი, ფსიქოტროპული პრეპარატები, ( ზოგადად, შხამები- ტოქსიკური ნივთიერებები),რომელთა მიღებაც ამ დღე უნდა შევამციროთ მაქსიმალურად, რათა ორგანიზმის მოწამვლა თავიდან ავირიდოთ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant
მობ:593 215274
Комментариев нет:
Отправить комментарий