მთვარის მე-20 დღე
მოქმედებს 7 მარტს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
მორიელის მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
“არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
|
|
მოქმედება:
|
ფრენა.
|
|
სახელწოდება:
|
არწივი, მუზა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, “აუცილებელი” საქმეებისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან
განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი ჴ რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ჴ ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:
ცა, ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.
მთვარე იმყოფება ,,მორიელის'' ზოდიაქოში 5.03-ის 17.22 სთ.დან 8.03 -ის 2.02 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება თხის რქის და ქალწულის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის
ზოდიაქოსთვის.
დღის ასტროლოგიური პროგნოზი: 7 მარტი დადებითი და წარმატების მომტანი დღეა. (მთვარე-პლანეტა იუპიტერის შეერთება)
მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს აგილობრივი დროის შესაბამისად. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა საათები უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდეგ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий