понедельник, 11 июня 2018 г.

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018წელი.



მთვარის 27- დღე 

სიმბოლური შესატყვისება:
მერწყულის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
სამკაპა, კვერთხი.
მოქმედება:
ძიება.
სახელწოდება:
სამკაპა, კვერთხი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ლოთები, ნარკომანები. 27- დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ გაცხრილონ მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მედიტაცია:
-
მთვარე იმყოფება ,,კუროს''  ზოდიაქოში           10.06-ის  8.03 სთ.დან  12.06-ის 10.52 სთ.მდე





აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და თხის რქის    ნიშნით                                   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  კირჩხიბის და  თევზების ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის   ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ტყუპების     ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ლომის და  მერწყულის
 ზოდიაქოსთვის.


 დღის  ასტროლოგიური პროგნოზი:  11 ივნისი სუსტად დადებითი დღეა. შესაძლებელი იქნება საქმეში წარმატების მიღწევა, განსაკუთრებით,  დღის მეორე ნახევარში.

მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ  ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდეგ.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий