пятница, 15 июня 2018 г.

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018 წელი.



მთვარის მე-4 დღე 
16.06-ის 8.09 სთ.დან   17.06-ის  9.20 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
კუროს მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.
მოქმედება:
მეხსიერება.
სახელწოდება:
შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.

ამ დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.
კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმე იქნება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.
მედიტაცია:
ხმა.
მთვარე იმყოფება ,,ლომის''  ზოდიაქოში         16.06-ის 11.21 სთ.დან   18.06-ის 12.40 სთ.მდე.




აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის    ნიშნით                                   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  სასწორის და  ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების  ნიშნებს.
ლომის და  მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ქალწულის     ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  მორიელის და  კუროს
 ზოდიაქოსთვის.


 დღის  ასტროლოგიური პროგნოზი:  16 ივნისი რთული დღეა. მოსალოდნელია მოლაპარაკებების ჩაშლა, გადადება სხვადასხვა მიზეზით. ინტელექტუალურ საქმიანობაში პრობლემები, ასევე კომერციული საქმეშიც დაბრკოლებები. მერკურის და სატურნის ოპოზიცია ასევე იმოქმედებს ამინდის გაუარესებაზე.  შესაძლოა, 16 ივნისის გვიანი საღამოს და 17 ივნისის ღამის 1-2 საათის დიაპაზონში სტიქიის გამო სახიფათო მდგომარეობი შეიქმნას, ასევე, კარგი იქნება, თუ აღნიშნულ ღამის საათებში არ ვიმგზავრებთ და ხალხის მასასთან არ გვექნება კონტაქტი. მოსალოდნელია, მთვარის და მარსის ოპოზიციის გამო, აგრესიის გამოვლინებების და ავარიების შემთხვევების სტატისტიკის ზრდა. 

მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ  ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდეგ.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий