მთვარის მე-15 დღე
27.06-ის 19.58 სთ.დან 28.06-ის 20.43 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
ქალწულის მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
|
მოქმედება:
|
ცდუნება.
|
სახელწოდება:
|
გველი, ტურა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური
ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია. კარგია ჴ ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.
მთვარე იმყოფება ,,თხის რქის'' ზოდიაქოში 27.06-ის 19.57- სთ.დან 30.06-ის 8.36 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის
ზოდიაქოსთვის.
დღის ასტროლოგიური პროგნოზი: 28 ივნისი რთული დღეა. 8.52 სთ.ზე სავსე მთვარეა. დღის მეორე ნახევარი და საღამოს საათები, ფარდობითად დადებითი იქნება.
მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდეგ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий