მთვარის მე-20 დღე
2.07-ის 23.23 სთ.დან 3.07-ის 23.53 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
მორიელის მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
“არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
|
მოქმედება:
|
ფრენა.
|
სახელწოდება:
|
არწივი, მუზა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, “აუცილებელი” საქმეებისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან
განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი ჴ რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ჴ ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში ჴ არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:
ცა, ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.
მთვარე იმყოფება ,,თევზების'' ზოდიაქოში 2.07-ის 21.31 სთ.დან 5.07-ის 8.49 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის და სასწორის ნიშნებს.
თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის
ზოდიაქოსთვის.
დღის ასტროლოგიური პროგნოზი: 3 ივლისი დადებითი და წარმატების მომტანი დღეა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი და საღამოს საათები.
(21 სთ.ზე მთვარის და მზის ტრიგონია-დადებითი ვიბრაციები, რაც დილიდანვე იმოქმედებს.)
მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდეგ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий