суббота, 23 октября 2021 г.

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის მე-18 დღე 

23.10-ის 19:38 სთ.დან 24.10-ის 20:12 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

სასწორის 25- და მორიელის მე-6 გრადუსები.

სიმბოლო:

სარკე, ყინული, მაიმუნი.

მოქმედება:

განწმენდა.

სახელწოდება:

სარკე, ყინული, ყინული.

პასიური დღე, ზოგიერთი ადამიანისათვის მძიმე, ვინაიდან შეიძლება ცოდვით დაცემის დღედ იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ებრძოლოს საკუთარ მდაბიო ინსტიქტებს, ეძალებათ კოშმარები. იქმნება წარმოდგენა, თითქოს სურთ რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაგახვევინონ.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, კარგია მოგზაურობისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია გონებისა და სხეულის განწმენდა. არ დაგეგმოთ არაფერი. დღე დაკავშირებულია სხვის მიბაძვასა და სხვისი აზრების პასიურ მიყოლასთან.

ყველამ უნდა იმუშაოს საკუთარ ფუჭ და ბინძურ აზრებზე. სამყაროსადმი ობიექტური ხედვის გამომუშავებით, შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, უარი თქვით ილუზიებზე და მდაბიო ინსტიქტებზე. მე-18 დღეს მომხდარმა შეიძლება მოახდინოს შემდეგი რამის დემონსტრირება: გარე სამყარო წარმოადგენს, ჩვენი შინაგანი არსის, აზრების და ქმედებების სარკისებურ ანარეკლს. ყოველი ჩვენთაგანი იმსახურებს თავის სარკეს: ერთნი მრუდეს, მეორენი სწორს და სუფთას, მესამეთ თითქოს თვალში მოხვდა სარკის ნამსხვრევი, ამიტომ ხედავენ ყველაფერს დამახინჯებულად. მოკლედ, ამ მთვარის დღეს, სარკე გვანახებს, თუ რა დავამუშავეთ ჩვენ.

უკუნაჩვენებია ლოთობა და სიგარეტი. კარგია კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. რეკომენდირებულია შიმშილობა. ამ დღეს ყველამ უნდა მიატოვოს ამპარტავნობა და ეგოიზმი.

სოციალური ზეგავლენა:

საშიშია. მძაფრდება დაქვემდებარების, საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების გრძნობა. კარგია მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთათვის.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლებს. შესაძლოა თავი იჩინოს კანის დაავადებებმა, გაიხსნას ძველი იარები (დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი დიაგნოზის და სამკურნალო საშუალებების მიმართ). თუ რაიმე ამდაგვარი მოხდება, ესე იგი ადამიანმა დაარღვია კოსმიური კანონები. 

რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, აბანო (კარგია ორთქლის). არ არის სასარგებლო ხორციანი საკვების მიღება. უკეთესია კაკალი, მცენარეული ზეთები (მასაჟის დროსაც სასარგებლოა მისი კანში შეზელა).

საჭიროა ნაკლები ძილი.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

დაჯილდოებულები არიან მსახიობური ნიჭით, ძირითადად კომედიურ ჟანრში. მიჰყავთ რა ყველაფერი აბსურდამდე, ისინი სამყაროს ამობრუნებულს ხედავენ. ხშირად თავის ილუზიებში ისე იკარგებიან, რომ უკვე არავის აღარ იბრალებენ არც მტყუანს და არც მართალს.

მაღალგანვითარებული ინდივიდუუმების ამოცანაა მაღალი იდეების სამსახური. ისინი შესაძლოა გმირობაზე და თავგანწირვაზეც წავიდნენ, ამასთან დარჩნენ თავმდაბლები და შეუმჩნეველნი. მკურნალები.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული ბავშვი შესაძლოა არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მას სიმდიდრე ელის. იქნება ჭკვიანი და შრომისმოყვარე. ასეთ ხალხს პატივს სცემენ. მთავარია თავი არ ჩათვალონ ეტალონად. წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებს მსხვრევა და მარტოობა ელით.

მედიტაცია:

თეატრი.


23 ოქტომბრიდან    22 ნოემბრამდე მზე გადავიდა ,,მორიელის'' ნიშანში.

აღნიშნულ დროის მონაკვეთში დადებითი მოვლენები მოიმატებს თევზების და კირჩხიბის ნისნებისთვის, ასევე თხის რქის და ქალწულის ნიშნებისთვის.

საქმესი წარმატება, მაგრამ შესაზლო სუსტი ჯანმრთელობა ექნება ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს.

ასევე, ფარდობითადთ დადებითია ეს პერიოდი სასწორის ზოდიაქოსთვის.

ნაწილობრივ, დადებითთან ერთად, დაპირისპირება ხელმძღვანელობასთან ექნება მორიელის და კუროს ნიშნის მატარებელ პიროვნებებს.

ფარდობითად ნეიტრალურია ეს დრო და ზოგ შემთხვევაში შესაძლო სუსტად ნეგატიური  მშვილდოსნის ნიშნისთვის.

ზოგადად დაბრკოლებების დრო იქნება მეწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ, პირადი ჰოროსკოპის სპეციფიკური ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, აღნიშნული ზოგადი პროგნოზი, შესაძლოა, მკვეთრად შეიცვალოს.

მთვარე იმყოფება  ,,ტყუპების''  ზოდიაქოში         23.10-ის 11:57 სთ.დან  26.10-ის 1:00 სთ.მდე მოქმედებს.



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  ლომის და  ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის და თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი ქალწულის და თევზების ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 24 ოქტომბერი ნეიტრალური და, ზოგ შემთხვევაში, სუსტად ნეგატიური დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber, WhatsApp.)
Facebook - BESO BECIASHVILI
SKYPE: ASTROKONSULTANT BETSIASHVILI

Комментариев нет:

Отправить комментарий