მთვარის მე-8 დღე
11.11-ის 2:23-სთ.დან 12.11-ის 14:55 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება: | ტყუპების 25-ე და კირჩხიბის მე-6 გრადუსი. |
სიმბოლო: | ფენიქსი, განძის ზარდახშა, ხანძარი, აგრეთვე ფარშევანგი, რომელსაც უბედურება მოაქვს. |
მოქმედება: | ტრანსფორმირება. |
სახელწოდება: | ფენიქსი, განძის ზარდახშა. |
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია სახლის აშენება, რაიმეს დაგეგმვა, ავეჯის გადაადგილება. არ შეიძლება ბანაობა, რეცხვა. უკეთესია თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს.
მისტიური ზეგავლენა:
ბიოქიმიური ტრანსფორმაციის პერიოდია, ალქიმიის, მონანიებისა და ცოდვებისაგან განწმენდის დღეა. ამ დღეს ხდება ცეცხლით განწმენდა (რომლისთვისაც საკვებს წარმოადგენს ხე ან ბაწარი ჴ მაგალითად სანთელში). გარდასახვების, წამლებისა და პრეპარატების მომზადების დღეა. ზუსტი მეცნიერებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დღეა, ნებისმიერი მიმართულებით.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური დღეა. შესაძლოა მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. ცუდია ნელი (ზოზინა) ხალხისათვის. კარგია ავანტიურისტებისათვის, განსასჯელთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
შეიძლება შიმშილი, კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა კუჭთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამ დღეს განსაკუთრებით კარგია სამკურნალო პრეპარატების მომზადება, განსაკუთრებით რთულის, რომლებიც შეიცავს 108 და 72 კომპონენტს.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან ალქიმიკოსები, მსახიობები, გოგონები ზეორიგინალური წყობის ფსიქიკით და განსაკუთრებული ტვინით. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ ფიზიკური დატვირთვა, ზოგავენ ენერგიას.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვებს ნათელი, მაგრამ რთული ცხოვრება ელით. მოგზაურობა და დაბრუნება. ადამიანი შესაძლოა იყოს უსაზღვროდ ბედნიერი, ანდა ისეთი უბედური, რომ ხელი აიღოს სიცოცხლეზე. ზოგიერთებისათვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა და ახლადდაბადების უნარი.
მედიტაცია:
ცეცხლი, ქიმიური რეაქცია.
მთვარე იმყოფება ,,მერწყულის'' ზოდიაქოში 10.11-ის 7:03 სთ.დან 12.11-ის 11:53 სთ.მდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий