მთვარის მე-19 დღე
21.11-ის 18:50 სთ.დან 22.11-ის 19:35 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება: |
მორიელის მე-7 და
მე-18 გრადუსები. |
სიმბოლო: |
- |
მოქმედება: |
დამარცხება. |
სახელწოდება: |
ობობა,
ბადე. |
ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ.
ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.
მისტიური ზეგავლენა:
შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.
სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა ჴ დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.
დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ჴ ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი. ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.
მედიტაცია:
ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.
მზე გადავიდა 22 ნოემბრიდან მშვილდოსნის ზოდიაქოსი 21 დეკემბრამდე:
ეს დროის მონაკვეთი დადებითია და წარმატებას მოუტანს ვერძის და ლომის ზოდიას ნიშნით დაბადებულებს.
ასევე დადებითი იქნება სასწორის და მერწყულისთვის.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაზლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩიბის ნიშნებს.
თავად მშვილდოსნის და ტყუპების ნიშნებს შესაძლოა დაპირისპირება ქონდეთ ხელმძღვანელობასთან, ახლობლებთან, მაგამ აპ დროის მონაკვეთის ბოლო ეტაპზე მათთანაც დაფიქსირდება დადებითი მოვლენები.
სუსტად დადებითია მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისტვის აღნიშნული დრო.
ჩაკეტილობის შეგრძნება ექნება თხის რქის ნიშნებს.
კრიტიკულია აღნიშნული დრო თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის.
მაგრამ გავითვალისწინოთ, პირადი ჰოროსკოპის მაჩვენებლებით აღნიშნული პროგნოზი, შესაძლოა შეიცვალოს, რადგან მხოლოდ მზის მდებარეობით აღნიშნული პროგნოზი ზოგადია.
მთვარე იმყოფება ,,კირჩხიბის'' ზოდიაქოში 22.11-ის 7:33 სთ.დან 24.11-ის 19:59 სთ.მდე
Комментариев нет:
Отправить комментарий