среда, 3 ноября 2021 г.

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის 29- დღე 

მოქმედებს 4 ნოემბერს

სიმბოლური შესატყვისება:

პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

ჰიდრა, რვაფეხა.

მოქმედება:

პანიკა.

სახელწოდება:

ჰიდრა, რვაფეხა.

ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

მისტიური ზეგავლენა:

დაცემისა და კატასტროფების დღეა.

საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.

სოციალური ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ძლიერ ნეგატიური.

არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.

მედიტაცია:

არა

მთვარე იმყოფება  ,,მორიელის''  ზოდიაქოში      4.11-ის 4:52 სთ.დან   6.11-ის 4:52 სთ.მდე.



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  თხის რქის და  ქალწულის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  ვერძის და ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  მერწყულის და ლომის  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: დაიწყო ,,გეკატის დღეები'', უმთვარე ღამეები 7 ნოემბრამდე, რაც კრიტიკულად იმოქმედებს ფსიქიკაზე, საერთოდ ჯანმრთელობაზე, ასევე, ნებისმიერი საქმის განხორციელებაზე.
4 ნოემბერი რთული და პრობლემური დღე იქნება. შევეცადოთ მხოლოდ აუცილებელი და მიმდინარე საქმე ვაკეთოთ, რთული და ახალი საქმე არ წამოვიწყოთ.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber, WhatsApp.)
Facebook - BESO BECIASHVILI
SKYPE: ASTROKONSULTANT BETSIASHVILI

Комментариев нет:

Отправить комментарий