воскресенье, 26 декабря 2021 г.

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის 22- დღე 

მოქმედებს 27 დეკემბერს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

მშვილდოსნის მე-13 და 24- გრადუსები.

სიმბოლო:

განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.

მოქმედება:

სწავლა.

სახელწოდება:

სპილო, წიგნი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

-

მისტიური ზეგავლენა:

ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა გარდაქმნების წიგნი -ცზინი”-. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.

სოციალური ზეგავლენა:

სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდირებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22- დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

-

მედიტაცია:

წიგნი.

მთვარე იმყოფება  ,,სასწორის''  ზოდიაქოში         26.12-ის 20:23 სთ.დან   29.12-ის 1:16 სთ.მდე



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მერწყულის და ტყუპების ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  მშვილდოსნის და  ლომის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თევზების და  კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  თხის რქის და კირჩხიბის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 
მეორდება 24 დეკემბერთან ახლოს სატურნის და ურანის კრიტიკული ვიბრაცია, კვადრატურა, რაც 2021 წლის თებერვლიდან ამ წელში მესამედ და ბოლოჯერ მსოფლიო კრიზისს დააფიქსირებს.  ერთ თვეში მისი ნეგატიური მოქმედება შესუსტდება. 
27 დეკემბერი სუსტად დადებითი დღე იქნება.




პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili

SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий