вторник, 28 декабря 2021 г.

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის 25- დღე 

მოქმედებს 29 დეკემბერს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

თხის რქის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით.

მოქმედება:

წარმოსახვა.

სახელწოდება:

ნიჟარა, ჭურჭელი, კუ.

 

შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.

პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.

ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25- დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.

მისტიური ზეგავლენა:

ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.

სოციალური ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.

სამედიცინო თვალსაზრისით:

-

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები”.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: მიზანი ამართლებს საშუალებას არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.

მედიტაცია:

შესაძლებელი იდეალი ადამიანში.

მთვარე იმყოფება  ,,მორიელის''  ზოდიაქოში           29.12-ის 1:16 სთ.დან 31.12-ის 3:09 სთ.მდე.



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  თხის რქის  და  ქალწულის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  ვერძის და  ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  მერწყულის და ლომის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 
მეორდება 24 დეკემბერთან ახლოს სატურნის და ურანის კრიტიკული ვიბრაცია, კვადრატურა, რაც 2021 წლის თებერვლიდან ამ წელში მესამედ და ბოლოჯერ მსოფლიო კრიზისს დააფიქსირებს.  ერთ თვეში მისი ნეგატიური მოქმედება შესუსტდება. 
29 დეკემბერი სუსტად დადებითი დღე იქნება, ფარდობითად პრობლემურია საღამოს 19-20 საათი და ახლოს დრო, მთვარის და ურანის ოპოზიცია, ასევე, მთვარის და სატურნის კვადრატურა ( მთლიანობაში, ტაუ კვადრატი ურანს, სატურნს და მთვარეს შორის), მოულოდნელი დენის და საკომუნიკაციო სისტემების ხარვეზებით მუშაობა, ელექტრო აპერატურის და პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების გამო, შესაძლო ავარიები სხვადასხვა სფეროში.






პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili

SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий