четверг, 30 декабря 2021 г.

31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის 27- დღე

მოქმედებს 31 დეკემბერს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

მერწყულის მე-13 და 24- გრადუსები.

სიმბოლო:

სამკაპა, კვერთხი.

მოქმედება:

ძიება.

სახელწოდება:

სამკაპა, კვერთხი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.

სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.

მისტიური ზეგავლენა:

საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.

სოციალური ზეგავლენა:

ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.

სამედიცინო თვალსაზრისით:

-

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ლოთები, ნარკომანები. 27- დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ გაცხრილონ მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.

მედიტაცია:

-

მთვარე იმყოფება  ,,მშვილდოსნის''  ზოდიაქოში          31.12-ის 3:09 სთ.დან    2.01-ის 3:02 სთ.მდე.



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  მერწყულის  და  სასწორის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  კუროს და  კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  თევზების და ქალწულის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 
მეორდება 24 დეკემბერთან ახლოს სატურნის და ურანის კრიტიკული ვიბრაცია, კვადრატურა, რაც 2021 წლის თებერვლიდან ამ წელში მესამედ და ბოლოჯერ მსოფლიო კრიზისს დააფიქსირებს.  ერთ თვეში მისი ნეგატიური მოქმედება შესუსტდება. 
31 დეკემბერი სუსტად დადებითი დღე იქნება.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili

SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий