пятница, 3 декабря 2021 г.

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 




მთვარის 1-ლი დღე

ახალმთვარეობა მზის სრული დაბნელებით

4.12-ის 11:42 სთ.დან 5.12-ის 9:29 სთ.მდე მოქმედებს.

(დასაწყისი: ახალი მთვარიდან მთვარის ამოსვლამდე)

 

სიმბოლური შესატყვისება:

ვერძის 1-ლი და 12- გრადუსები

სიმბოლო:

მანათობელი, ლამპარი, შუქი.

მოქმედება:

აზრი.

სახელწოდება:

მანათობელი, სხივი.

 

შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1- დღეს ფიქრი არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.

ეს ძალიან სუფთა დღეა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.

მისტიური ზეგავლენა:

აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია  და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.

სოციალური ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან  ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.

მედიტაცია:

სანთელი.

მთვარე იმყოფება  ,,მშვილდოსნის''  ზოდიაქოში       3.12 ის 16:13 სთ.დან  5.12-ის 15:31 სთ.მდე. 



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  მერწყულის და  სასწორის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  თევზების და ქალწულის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, მთვარის და მზის დაბნელებებს შორის  დროის კორიდორი რთულია, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. სარისკო წამოწყებები, შორი მოგზაურობები და ხალხმრავალი წვეულებები ალკოჰოლიანი სასმელით, შემდეგი დროისთვის გადავდოთ, განსაკუთრებით, 6 დეკემბერის მთვარის მე-3 დღემდე, როდესაც ცაზე გამოჩნდება მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით ,,ნამგალა მთვარე'' და ,,გეკატის დღეები'' დასრულდება.
დაიწყო ,,გეკატის დღეები'', როდესაც მთვარე აღარ ჩანს ახალი მთვარის მესამე დღემდე. დაემატება პრობლემური გამოსხივება ფსიქიკაზე და საერთოდ ჯანმრთელობაზე.
4 დეკემბერს ახალი მთვარეა მზის სრული დაბნელებით. კულმინაცია 11:42 სთ.ზე.
დღე სუსტად დადებითი იქნება, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარი, 12 საათის შემდგომი დღის მონაკვეთი. 
(16-17 საათზე ასევე მთვარის შეერთება გვაქვს პლანეტა მერკურისთან მშვილდოსნის ზოდიაქოში, რაც გვპირდება დადებითი ინფორმაციის გავრცელებას მსოფიო მაშტაბით, ასევე როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე, მოიტანს წარმატებას მოლაპარაკებებში, კომერციასა და ინტელექტუალურ საქმიანობაში).


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий