четверг, 20 января 2022 г.

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის მე-19 დღე 

20.01-ის 20:23 სთ.დან 21.01-ის 21:29 სთ.მდე მოქმედებს.


 

სიმბოლური შესატყვისება:

მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

-

მოქმედება:

დამარცხება.

სახელწოდება:

ობობა, ბადე.

 

ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ.

ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.

მისტიური ზეგავლენა:

შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.

სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.

სოციალური ზეგავლენა:

-

სამედიცინო თვალსაზრისით:

კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.

დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი.  ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.

მედიტაცია:

ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.


მზე გადავიდა ,,მერწყულის'' ზოდიაქოში 20 იანვრიდან 19 თებერვლამდე.

პირველ რიგში, წარმატებას მოუტანს ტყუპების და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებს.

შედარებით სუსტად, მაგრამ წარმატება ექნება ვერძის და მშვილდოსნის ნიშნებს.

შესაძლო სუსტი ჯანმრტელობა ექნება, მაგრამ საქმეში წარმატება კირჩხიბის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს.

თხის რქის ზოდიაქოს ფარდობითად წარმატებული პერიოდი ექნება.

თევზების ნიშნისთვის, სუსტად დადებითი დრო იქნება.

თავად მერწყულის და ლომის ნიშნებისთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, უფროსი თაობის ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ აღნიშნული დროს გასვლამდე მათთანაც დაფიქსირდება დადებითი მოვლენები.

მორიელის და კუროს ზოდიაქოს ნიშნებისთვის აღნიშნული დრო კრიტიკულია.

მინაწერი: შესაძლოა, თვითოეული ადამიანის პირადი ჰოროსკოპის მიხედვით ნაანგარიშებმა პროგნოზებმა, საგრძნობლად შეცვალოს აღნიშნული, მხოლოდ მზის მდებარეობით ნათქვამი მითითებები.

მთვარე იმყოფება  ,,ქალწულის''  ზოდიაქოში    20.01-ის 18:02 სთ.დან   23.01-ის 2:03 სთ.მდე



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თხის რქის და კუროს ნიშნით   დაბადებულებისთვის
ზომიერი წარმატება ექნებათ  მორიელის  და   კირჩხიბის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და  ვერძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: 21 იანვარი სუსტად ნეგატიური დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий