среда, 26 января 2022 г.

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის 26- დღე 

მოქმედებს ძირითადად 27 იანვარს.

სიმბოლური შესატყვისება:

მერწყულის 1-ლი და მე-12 გრადუსები.

 

სიმბოლო:

ჭაობი, ბაყაყი.

 

მოქმედება:

ყბედობა.

 

სახელწოდება:

ჭაობი, ბაყაყი. ბაყაყი, ისევე როგორც გველი არის სიბრძნის განსახიერება, მაგრამ ისეთი სიბრძნისა, რომელსაც არ მოაქვს არავითარი სარგებლობა ადამიანისთვის, ვინაიდან მას ელის საკუთარი მიღწევეებით ცრუ განდიდების დაუფლება.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და საშიში დღეთაგან (მაგრამ არა სატანური), როდესაც ხალხი იგინება, ჩხუბობს, ხარჯავს დიდ ენერგიას ყბედობაზე. ზუსტად ამ დღეს ადამიანს შეუძლია მთელი თავისი ძალა და ენერგია დახარჯოს, ამიტომ ყველა წმინდა ტექსტში სწერია გაფრთხილება უაზრო ენერგიის ხარჯვის შესახებ. უკეთესია თუ 26- დღეს თავს შეიკავებთ აქტიური საქმიანობისგან. დაისვენებთ, ან იქნებით ეკონომიური ენერგიის ხარჯვაში. ეს დღეა თავშეკავებისა და მარხვის, თუმცა მარხვა უფრო აუცილებელია. საჭიროა მიისწრაფოდეთ ცხოვრების შესაცნობად, ადამიანების გამოსაცნობად არსებული სიტუაციის ფხიზელი თვალით შეფასებისკენ.

მისტიური ზეგავლენა:

მუშაობენ წიგნებზე, ტექსტებზე, უკეთესია ერიდოთ გადაღლას, ანდა შეუმოწმებელ ინფორმაციას. ხშირად მოდის სიამაყე, შემდეგ ნაღველი. საჭიროა დიდი ყურადღება ამ თვისებებზე. ენერგიის გადახარჯვის თავიდან ასაცილებლად, მთელი მუშაობა უნდა ჩატარდეს ფრთხილად.

26- დღეს დიდია გაძარცვის ალბათობა.

თუ ამ დღეს სახლიდან გამოსული შეხვდებით ადამიანს სავსე ჩანთებით, ან კასრებით, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ცხოვრებაში სწორად მიდიხართ.

თუ ცხადში ან სიზმარში ნახავთ ელვას ეს იმის მანიშნებელია, რომ სიამაყე და ამპარტავნება არ გაქვთ მოთოკილი.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ნებისმიერი ურთიერთობისათვის, კარგია ადვოკატებისთვის.

სამედიცინო თვალსაზრისით:   -

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

მოწოდებული არიან მთელი სიცოცხლე დუმდნენ, მისცენ დაპირებები და შეასრულონ ისინი და თავის თავზე აიღონ ნებისმიერი აკრძალვა. მძიმე ცხოვრება აქვთ, ამაყები არიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება. ელის დიდება და დიადი მიღწევები. აღიარება. ზედმეტი ამპარტავნება საშიშია, რადგან ყველაფრისთვის პასუხი მოეთხოვება.

მედიტაცია: ელვა, სიჩუმე.


მთვარე იმყოფება  ,,მშვილდოსნის''  ზოდიაქოში        27.01-ის 11:34 სთ.დან   29.01-ის 13:09 სთ.მდე მოქმედებს.



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით   დაბადებულებისთვის
ზომიერი წარმატება ექნებათ  მერწყულის და   სასწორის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და  კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის  ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: რთული და პრობლემური დღე იქნება. ვაკეთოთ მხოლოდ მიმდინარე, ყოველდღიური საქმეები.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий