воскресенье, 30 января 2022 г.

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის 29- დღე

31.01-ის 7:56 სთ.დან 1.02-ის 8:42 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

ჰიდრა, რვაფეხა.

მოქმედება:

პანიკა.

სახელწოდება:

ჰიდრა, რვაფეხა.

ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

მისტიური ზეგავლენა:

დაცემისა და კატასტროფების დღეა.

საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.

სოციალური ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ძლიერ ნეგატიური.

არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.

მედიტაცია:

არა

მთვარე იმყოფება  ,,მერწყულის''  ზოდიაქოში          31.01-ის 13:42 სთ.დან 2.02-ის 15:00 სთ.მდე.


აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და სასწორის ნიშნით   დაბადებულებისთვის
ზომიერი წარმატება ექნებათ  ვერძის და   მშვილდოსნის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და  ქალწულის ნიშნებს.
მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების  ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: 31 იანვარი რთული და კრიტიკული დღე იქნება. გავითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი მთვარის 29-ე დღის რეკომენდაციები.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий