понедельник, 3 января 2022 г.

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის მე-3 დღე 

4.01-ის 10.10 სთ.დან 5.01-ის 10:51 სთ.მდე მოქმედებს.

იწყება ახალმთვარეობა. ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)

 

სიმბოლური შესატყვისება:

ვერძის 25- და კუროს მე-6 გრადუსები.

სიმბოლო:

ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.

მოქმედება:

ბრძოლა.

სახელწოდება:

ჯიქი, მეომარი

ეს აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.

ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.

მთვარის მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).

სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.

მისტიური ზეგავლენა:

ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.

თუ ავადმყოფობა კეფისა და ყურების არეშია, აუცილებელია ძვლების გაწმენდა (1 პაკეტი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ 1 ლტ წყალში, იდუღოს იქამდე, სანამ დარჩება ნახევარი ლიტრი. დალევთ 3-ჯერ). აღნიშნულ სხეულის ნაწილებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.

მედიტაცია:

იარაღი.

მთვარე იმყოფება  ,,მერწყულის''  ზოდიაქოში         4.01-ის 2:43 სთ.დან    6.01-ის 4:16 სთ.მდე.



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და სასწორის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  ვერძის  და  მშვილდოსნის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  კირჩხიბის და  ქალწულის ნიშნებს.
მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  კუროს და მორიელის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 4 იანვარი დადებითი დღე იქნება, მხოლოდ, პრობლემურია საღამოს 20-23 საათის დიაპაზონი. მოიმატებს ავარიების სტატისტიკა მსოფლიო მაშტაბით, (მთვარე ურანის კვადრატურის და ასევე მთვარე სატურნის შეერთების ნეგატიური ვიბრაციების გამო)
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий