суббота, 5 февраля 2022 г.

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 






მთვარის მე-6 დღე 

6.02-ის 11.00 სთ.დან 7.02-ის 11:22 სთ.მდე მოქმედებს.


 

სიმბოლური შესატყვისება:

ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:

ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).

მოქმედება:

შეწყალება.

სახელწოდება:

პრანა, ცისარტყელა, წერო.

 

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.

ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.

მისტიური ზეგავლენა:

კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.

სოციალური ზეგავლენა:

ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება ეყვარება ბუნება.

მთვარე იმყოფება  ,,ვერძის''  ზოდიაქოში            4.02-ის 18:56 სთ.დან  7.02-ის 2:52 სთ.მდე.


აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის  ნიშნით   დაბადებულებისთვის
ზომიერი წარმატება ექნებათ  ტყუპების და   მერწყულის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და  მორიელის ნიშნებს.
ვერზის და სასწოეის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს  ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  კირჩხიბის  და თხის რქის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: 4 თებერვალს რეტროგრადული მერკურის ადგილზე შეჩერდება და შემდგომ დღეებში დირექტულ მოძრაობაზე გადავა. ეს მოვლენა კრიტიკულ ფონს შექმნის  უახლოეს დღეებში, ამიტომ, ვიყოთ ყურადღებით ურთიერთბებსა თუ მგზავრობის, ანდა საქმის შესრულების დროს.
6 თებერვალი სუსტად დადებითი დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili


 

Комментариев нет:

Отправить комментарий