пятница, 15 апреля 2022 г.

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 


 

მთვარის მე-15 დღე 

15.04-ის 18:11 სთ.დან 16.04-ის 19:23 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.

მოქმედება:

ცდუნება.

სახელწოდება:

გველი, ტურა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).

მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.

მედიტაცია:

სიჩუმე, სიცარიელე.

მთვარე იმყოფება  ,,სასწორის''  ზოდიაქოში         15.04-ის 0:45 სთ.დან 17.04-ის 4:23 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მერწყულის და ტყუპების  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მშვილდოსნის და ლომის ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თევზების და   კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  თხის რქის და  კირჩხიბის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: 16 აპრილი სავსე თვარის რთული და დაძაბული დღე იქნება, კულმინაცია 22:54 სთ.ზე.  მაგრამ შესაძლოა ნაკლებ სარისკო სამიანობაში წარმატების მიღწევა. სავსე მთვარის უშუალო საათებსი 22-23 საათთან ახლოს, მზის და მთვარის ოპოზიციის დროს შევეცადოთ არ გავმართოთ წვეულებები ალკოჰოლის მიღებით. შვევამციროთ და გადადოთ შორს მოგზაურობა. ვაკონტროლოთ ჯანმრთელობის საკითხები ამ დღის განმავლობაში.

მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროის გათვალისწინებით, ამიტომ, სხვა ქვეყნებში მაცხოვრებლებმა შესაბამისად უნდა გადაიყვანონ აღნიშნული დრო მოცემული ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant.betsiashvili 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий