четверг, 28 апреля 2022 г.

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022წელი.

 



მთვარის 28- დღე 

მოქმედებს 29.04-ის 5:28 სთ.დან 30.04-ის 5:50 სთ.მდე

სიმბოლური შესატყვისება:

მზე. მერწყულის 25- და თევზების მე-6 გრადუსებს.

სიმბოლო:

ლოტოსი.

მოქმედება:

წყალობა.

სახელწოდება:

ლოტოსი.

სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.

ეს მიწიერი საქმეების დღეა.

მისტიური ზეგავლენა:

საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.

სოციალური ზეგავლენა:

ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.

დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

-

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.

მედიტაცია:

იდეალები, სანთელი.

მთვარე იმყოფება  ,,ვერძის''  ზოდიაქოში   27.04-ის 20:09 სთ.დან   30.04-ის 4:19 სთ.მდე    

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  ტყუპების და მერწყულის  ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  ქალწულის  და   მორიელის ნიშნებს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  კირჩხიბის და  თხის რქის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: დაიწყო ,,გეკატის დღეები''-უმთვარო ღამეები, როდესაც მთვარე არ მოსჩანს 3 მაისამდე, როდესაც მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით პირველად გამოჩნდება ,,ნამგალა მთვარე''. 1 მაისს კი ახალმთვარეობა გველოდება. აღნიშნული დღეები ფარდობითად კრიტიკულია, ემოციის ძლიერ ცვლილებებს იწვევს და ადამიანების ურთიერთობაში დაძაბულობა იწყება. ასევე რთულდება ჯანმრთელობის სფერო. მოსალოდნელია ციკლონის წარმოშობა -განვიითარების პროცესები დაიწყოს, ამინდის მკვეთრი ცვლილებით მსოფლიოს მრავალ რეგიონსი.
კონკრეტულად 28 მთვარის დღე და პლანეტარული განლაგებები 29 აპრილს გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ ეს დღე სუსტად, მაგრამ წინსვლის და წარმატების მომტანი იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant.betsiashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий