воскресенье, 1 мая 2022 г.

1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის 1-ლი დღე

ახალი მთვარის კულმინაცია 1.05-ის 0.29 სთ. გრძელდება 1 ლი მთვარის დღე იმავე დღის 6:14 სთ.მდე  

 

სიმბოლური შესატყვისება:

ვერძის 1-ლი და 12- გრადუსები

სიმბოლო:

მანათობელი, ლამპარი, შუქი.

მოქმედება:

აზრი.

სახელწოდება:

მანათობელი, სხივი.

 

შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1- დღეს ფიქრი არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.

ეს ძალიან სუფთა დღეა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.

მისტიური ზეგავლენა:

აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია  და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.

სოციალური ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან  ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.

მედიტაცია:

სანთელი.


მთვარის მე-2 დღე

1.05-ის 6:14 სთ.დან 2.05-ის 6:41 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

ვერძის მე-13 და 24- გრადუსები

სიმბოლო:

გზა, პირი

მოქმედება:

მოთხოვნილება

სახელწოდება:

დიდი თევზი, ყბა.

მთვარის მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.

მისტიური ზეგავლენა:

ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.

დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.

მედიტაცია:

მოხმარების პროცესი.

მთვარე იმყოფება  ,,კუროს''  ზოდიაქოში    30.04-ის 4:19 სთ.დან  2.03-ის 14:47 სთ.მდე    

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და თხის რქის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  კირჩხიბის და თევზების  ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  სასწორის  და   მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ლომის და  მერწყულის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: დაიწყო ,,გეკატის დღეები''-უმთვარო ღამეები, როდესაც მთვარე არ მოსჩანს 3 მაისამდე, როდესაც მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით პირველად გამოჩნდება ,,ნამგალა მთვარე''. 1 მაისს კი ახალმთვარეობა გველოდება, ნაწილობრივი მზის დაბნელებით. 
აღნიშნული დღეები ფარდობითად კრიტიკულია, ემოციის ძლიერ ცვლილებებს იწვევს და ადამიანების ურთიერთობაში დაძაბულობა იწყება. ასევე რთულდება ჯანმრთელობის სფერო. მოსალოდნელია ციკლონის წარმოშობა -განვიითარების პროცესები დაიწყოს, ამინდის მკვეთრი ცვლილებით მსოფლიოს მრავალ რეგიონსი.
1 მაისი რთული დღე იქნება. ახალი მთვარე მზის დაბნელებით რთუ ზემოქმედებას ითალისწინებს ზოგადად ჯანმრთელობაზე და ფსიქიკაზე. სასურველია, თუ არ ავყვებით ემოციებს, სარისკო წამოწყებებს და შორს მგზავრობას 2 დღით მაინც გადავდებთ.
კიდევ ერთი გაფრთხილება, 16 მაისი ნაწილობრივი თვარის დაბნელებით იქნება, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს 1 დან 16 მაისის დროის მონაკვეთში.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant.betsiashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий