воскресенье, 15 мая 2022 г.

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის მე-16 დღე 

სავსე მთვარე, მთვარის დაბნელებით არის 16 მაისს, კულმინაცია 13:17 სთ.ზე.

15.05-ის 19:30 სთ.დან     16.05-ის   20:21 სთ.მდე მოქმედებს.

მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე

 

სიმბოლური შესატყვისება:

სასწორის 1-ლი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:

მტრედი, პეპელა.

მოქმედება:

განწმენდა.

სახელწოდება:

მტრედი, პეპელა, კიბე.

 

ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ზომიერება. ეს ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური, გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუნაჩვენებია სექსი. განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დადგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშავოთ სულის, სხეულისა და ფსიქიკის ჰარონიაზე. ნუ დაგმოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა. 

მისტიური ზეგავლენა:

-

სოციალური ზეგავლენა:

კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება.

სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი გაწონასწორებული ადამიანი იქნება.

მედიტაცია:

თეთრი ფერი.

მთვარე იმყოფება  ,,მორიელის''  ზოდიაქოში       14.05-ის 14:33 სთ.დან  16.05-ის 15:50 სთ.მდე  მოქმედებს.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  თხის რქის და ქალწულის  ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  ვერძის  და   ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  მერწყულის  და  ლომის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: 16 მაისი სავსე მთვარის დღეა, მთვარის ნაწილობრივი დაბნელებით, კულმინაცია 13:17 სთ.ზე.
თავისთავად რთული და პრობლემატური დღეა, განსაკუთრებიტ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმო ჯანმრთელობის საკითხებს, ვისაც მიდრეკილება აქვს ნერვული დაავადებების და ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებების სფეროში.
  ყოველი დღე მზეზე ძლიერი აფეთქებებით და ძლიერ მაღალი გეომაგნიტურობით აღინიშნება. ასევე, მერკური ახალი გადასულია რეტროგრადულ მოძრაობაზე, შენელებულია, რაც მთლიანობასი აბრკოლებს ინტელექტუალურ საქმიანობაში წარმატებებს, კომერციასა და ზოგადად მოლაპარაკებებში წინსვლას.

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant.betsiashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий