суббота, 28 мая 2022 г.

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის 29- დღე 

29.05-ის 4:44 სთ.დან 30.05-ის 5:13 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:

პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

ჰიდრა, რვაფეხა.

მოქმედება:

პანიკა.

სახელწოდება:

ჰიდრა, რვაფეხა.

ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

მისტიური ზეგავლენა:

დაცემისა და კატასტროფების დღეა.

საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.

სოციალური ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ძლიერ ნეგატიური.

არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.

მედიტაცია:

არა

მთვარე იმყოფება  ,,კუროს ''  ზოდიაქოში        27.05-ის 10:22 სთ.დან   29.05-ის 21:22 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ლაქალწულის და თხის რქის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  კირჩხიბის და თევზების  ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  სასწორის  და   მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ლომის და  მერწყულის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი:  დაიწყო გეკატის დღეები, უმთვარო ღამეები მთვარის მესამე დღემდე. 29 მაისი რთული და კრიტიკული დღე იქნება, მოახლოვდა 30 მაისის ახალმთვარეობა, რაც, თავისთავად კიდევ დამატებით რთულად იმოქმედებს, როგორც საქმეზე, ასევე ჯანმრთელობაზე. ამ დღეებში უკუნაცვენებია ალკოჰოლის მიღება.

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant.betsiashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий