вторник, 3 мая 2022 г.

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 




მთვარის მე-4 დღე 

3.05-ის 7:12 სთ.დან 4.05-ის 7:43 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

კუროს მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.

მოქმედება:

მეხსიერება.

სახელწოდება:

შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.

 

ამ დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.

კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადებები მძიმე იქნება.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.

მედიტაცია:

ხმა.

მთვარე იმყოფება  ,,ტყუპების''  ზოდიაქოში     2.03-ის 14:47 სთ.დან   5.05-ის 3:05 სთ.მდე.   

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  ლომის და ვერძის  ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის  და   თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ქალწულის და  თევზების ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: 3 მაისი სუსტად დადებითი დღე იქნება. აგრესიის მომტანი და პრობლემურია საღამოს 19 საათთან ახლოს პერიოდი. შესაძლოა ამინდის მკვეთრი ცვლილება, ანდა სტიქიური ანომალიები მსოფლიო მაშტაბით. ზღვებსა და ოკეანეებზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant.betsiashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий