среда, 8 июня 2022 г.

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.


 

                                          მთვარის 11- დღე

9.06-ის 14:38- სთ.დან 10.06-ის 15:48-სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

ლომის 1 და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:

ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი.

მოქმედება:

პროფესიონალიზმი.

სახელწოდება:

გვირგვინი, ხმალი, ლაბირინთი.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

დიდი საქმეები არ წამოიწყოთ, ზარალს მოიტანს. ცუდია ვაჭრობისათვის, საქმიანობისათვის, სადაც ტრამვის საშიშროებაა. კარგია მოგზაურობისათვის, ადიგილის შესაცვლელად, აგრეთვე დაწყებული საქმის დასამთავრებლად.

მისტიური ზეგავლენა:

უკონტროლო ენერგიის დღეა. გამოუცდელებს არ ურჩევენ რამის დაწყებას ან გაკეთებას. შეიძლება ყურადღება დაეთმოს სხეულს, დაისვენეთ, გააკეთეთ ვარჯიშები მოქნილობისა და ძალის განსავითარებლად. ამ დღეს უფრთხილდით მწერებს. ეს ის დღეა, როცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ნებისმიერი საქმიანობისას. შეიძლება გააკეთოთ რაიმე გამწმენდი პროცედურები, კერძოდ ასტრალის, მაგიური მოქმედებებით და ლოცვით, მაგრამ ამ ყველაფრისათვის ზედმიწევნით მომზადებული უნდა იყოთ.

თუ ადამიანმა არ იცის, ანდა არ არის განწმენდილი, ნუ დაიწყებს რაიმე სერიოზულს. ხალხი ვინც კარგად არ არის დახელოვნებული ყოველდღიური პრაქტიკით, არ უნდა გადაიტვირთონ, არ აიღოთ ხელში მჭრელი ინსტრუმენტები, პურიც კი არ დაჭრათ ამ დღეს. დაწყებული საქმისათვის თავის დანებება არ შეიძლება. ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.

ძირს დავარდნილი დანა, ჩანგალი, საშიშროებაზე გაფრთხილებთ. არ არის რეკომენდირებული მწერებთან მიახლოება (არც მოკვლა არ შეიძლება).

სოციალური ზეგავლენა:

არც ისე სიკეთისმომტანი დღეა. სხეულისა და გონების მკვეთრი გამოვლინება ხდება. არ შეუდგეთ უცხო საქმიანობას (განსაკუთრებით ტრამვის საშიშროება თუ არის).

სამედიცინო თვალსაზრისით:

აუწერელი მოულოდნელობების დღეა. ბევრი საოცრება ხდება. ავადმყოფზე გაძლირებუილ ზემოქმედება საკმაოდ ცუდია. დაწყებული ავადმყოფობები საშიშია, განსაკუთრებით ქალებისათვის.

კარგია მთვარის მე-11 დღეს შიმშილობის დაწყება.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ფლობენ ოკულტური ნიჭის დიდ ძალას, თავისდა საუბედუროდ. ცხოველები არ წყალობენ. მწერები პირიქით, სულ გარს ახვევიან. განსაკუთრებულ ნიჭს არაფერში არ ამჟღავნებენ. ამ დღეს დაბადებულები ძლიერები და პრაქტიკულად ამოუცნობი და უცნაური ხალხია. ხშირად ემართებათ კატაკლიზმები. ასეთ ხალხს ხშირად კბენენ ძაღლები, კალიები და თვით ძროხებიც კი.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ბიჭის ჩასახვისათვის საუკეთესო დღეა. ბევრი არაჩვეულებრივი ბუნებრივი ძალების მატარებელი იქნება. აქტიური მებრძოლი. ექნება მაგიის ნიჭი.

მედიტაცია:

სხეულის შინაგანი პროცესები.

მთვარე იმყოფება  ,,სასწორის''  ზოდიაქოში           8.06-ის 19:23 სთ.დან 11.06-ის 0:41 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მერწყულის და ტყუპების  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მშვილდოსნის და ლომის  ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თევზების და   კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  თხის რქის და  კირჩხიბის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: 9 ივნისი რთული დღე იქნება, მაგრამ შესაძლებელია საქმეში წარმატება, თუ მას თავისი საქმის პროფესიონალები აკეთებენ.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant.betsiashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий