четверг, 23 июня 2022 г.

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის 25- დღე

24.06-ის 2:23 სთ.დან   25.06-ის 2:48 სთ.მდე მოქმედებს. 

 

სიმბოლური შესატყვისება:

თხის რქის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით.

მოქმედება:

წარმოსახვა.

სახელწოდება:

ნიჟარა, ჭურჭელი, კუ.

 

შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.

პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.

ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25- დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.

მისტიური ზეგავლენა:

ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.

სოციალური ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.

სამედიცინო თვალსაზრისით:

-

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები”.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: მიზანი ამართლებს საშუალებას არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.

მედიტაცია:

შესაძლებელი იდეალი ადამიანში.

მთვარე იმყოფება  ,,კუროს''  ზოდიაქოში        23.06-ის 15:58 სთ.დან       26.06-ის 3:13 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ქალწულის და თხის რქის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  კირჩხიბის და თევზების  ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  სასწორის და   მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ლომის და  მერწყულის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: 24 ივნისი სუსტად უარყოფითი დღეა, მაგრამ შესაძლებელი იქნება საქმეში წარმატების მიღწევა, ტუ მას თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალები შეასრულებენ.




პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий