воскресенье, 26 июня 2022 г.

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022წელი.

 



მთვარის 28- დღე

27.06-ის 3:49 სთ.დან 28.06-ის 4:28 სთ.მდე მოქმედებს. 


სიმბოლური შესატყვისება:

მზე. მერწყულის 25- და თევზების მე-6 გრადუსებს.

სიმბოლო:

ლოტოსი.

მოქმედება:

წყალობა.

სახელწოდება:

ლოტოსი.

სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.

ეს მიწიერი საქმეების დღეა.

მისტიური ზეგავლენა:

საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.

სოციალური ზეგავლენა:

ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.

დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

-

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.

მედიტაცია:

იდეალები, სანთელი.

მთვარე იმყოფება  ,,ტყუპების''  ზოდიაქოში        26.06-ის 3:13 სთ.დან  28.06-ის 15:54 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, სასწორის და მერწყულის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  ლომის და ვერზის  ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის და   თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ქალწულის და  თევზების ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: 27 ივნისი დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება. მხოლოდ 28 ივნისს პლანეტა ნეპტუნი ხდება რეტროგრადული, 29 ივნისს კი ახალი მთვარეობაა, ეს მოვლენები ზოგადად ამინდის გაუარესებას, დიდ გეომაგნიტურობას გამოიწვევს. ასევე უმჯობესია მეტი ყურადღება დავიტმოთ ჯანმრტელობის საკითხებს, ვისაც ეს პრობლემა აქვს .
მესამე მთვარის დრიდან, 1 ივლისიდან , ფარდობითად გამოსწორდება აღნიშნული სირთულე..



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий