понедельник, 6 июня 2022 г.

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის მე-8 დღე 

6.06-ის 11:20 სთ.დან 7:06-ის 12:25 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

ტყუპების 25- და კირჩხიბის მე-6 გრადუსი.

სიმბოლო:

ფენიქსი, განძის ზარდახშა, ხანძარი, აგრეთვე ფარშევანგი, რომელსაც უბედურება მოაქვს.

მოქმედება:

ტრანსფორმირება.

სახელწოდება:

ფენიქსი, განძის ზარდახშა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია სახლის აშენება, რაიმეს დაგეგმვა, ავეჯის გადაადგილება. არ შეიძლება ბანაობა, რეცხვა. უკეთესია თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს.

მისტიური ზეგავლენა:

ბიოქიმიური ტრანსფორმაციის პერიოდია, ალქიმიის, მონანიებისა და ცოდვებისაგან განწმენდის დღეა. ამ დღეს ხდება ცეცხლით განწმენდა (რომლისთვისაც საკვებს წარმოადგენს ხე ან ბაწარი მაგალითად სანთელში). გარდასახვების, წამლებისა და პრეპარატების მომზადების დღეა. ზუსტი მეცნიერებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დღეა, ნებისმიერი მიმართულებით.

სოციალური ზეგავლენა:

აქტიური დღეა. შესაძლოა მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. ცუდია ნელი (ზოზინა) ხალხისათვის. კარგია ავანტიურისტებისათვის, განსასჯელთათვის.

სამედიცინო თვალსაზრისით:

შეიძლება შიმშილი, კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა კუჭთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამ დღეს განსაკუთრებით კარგია სამკურნალო პრეპარატების მომზადება.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

არიან ალქიმიკოსები, მსახიობები, გოგონები ზეორიგინალური წყობის ფსიქიკით და განსაკუთრებული ტვინით. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ ფიზიკური დატვირთვა, ზოგავენ ენერგიას.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახულ ბავშვებს ნათელი, მაგრამ რთული ცხოვრება ელით. მოგზაურობა და დაბრუნება. ადამიანი შესაძლოა იყოს უსაზღვროდ ბედნიერი, ანდა ისეთი უბედური, რომ ხელი აიღოს სიცოცხლეზე. ზოგიერთებისათვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა და ახლადდაბადების უნარი.

მედიტაცია:

ცეცხლი, ქიმიური რეაქცია.

 მთვარე იმყოფება  ,,ქალწულის''  ზოდიაქოში           6.06-ის 8:24 სთ.დან.  8.06-ის 19:23 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხის რქის და კუროს  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მორიელის და კირჩხიბის  ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მერწყულის და   ვერძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  მშვილდოსნის და  ტყუპების ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი:მერკური  ადგილზე შეჩერება მცირე ხნით, 3 ივნისის დღის საათებში და შემდეგ მოძრაობის დაიწყებს სწორი მიმართულებით, ფარდობითად, სისწრაფე მოემატება 8-10 ივნისიდან. ამ დღეებში მოსალოდნელია ამინდის ანომალიები მსოფლიოს მრავალ რეგიონში, ასევე მოლაპარაკებებს და კომერციას, ზოგადად, ინტელექტუალურ სახის მუშაობას ხელს შეუშლის მერკურის შენელებული მოძრაობა.
სუსტად დადებითი დღე იქნება. საწიროა სიფრთხილით მოვეკიდოთ ნებისმიერ საქმეს, აქტიურობას, გონივრულად დავგეგმოთ, ასეთი მიდგომით დადებით შედეგებს მივიღებთ.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant.betsiashvili

 

Комментариев нет:

Отправить комментарий