вторник, 26 июля 2022 г.

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის 28- დღე 

27.07-ის 4:02 სთ.დან 28.07-ის 5:00 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:

მზე. მერწყულის 25- და თევზების მე-6 გრადუსებს.

სიმბოლო:

ლოტოსი.

მოქმედება:

წყალობა.

სახელწოდება:

ლოტოსი.

სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.

ეს მიწიერი საქმეების დღეა.

მისტიური ზეგავლენა:

საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.

სოციალური ზეგავლენა:

ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.

დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

-

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.

მედიტაცია:

იდეალები, სანთელი.

მთვარე იმყოფება  ,,კირჩხიბის''  ზოდიაქოში       25.07-ის 21:53 სთ.დან    28.07-ის 10:35 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მორიელის და თევზების  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  ქალწულის და  კუროს ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მშვილდოსნის და   მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი სასწორის და  ვერძის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: დაიწყო ,,გეკატის დღეები''-უმთვარო ღამეები 30 ივლისამდე, რაც ითვლება კრიტიკულ დღეებად. 28 ივლისს ახალმთვარეობაა და პლანეტა იუპიტერის მიმართულების შეცვლა, ასევე, ითვლება კრიტიკულ მოვლენად. 1 აგვისტოს გვექნება მარსის და პლანეტა ურანის შეერთება, რაც ასევე კატასტროფების გამომწვევი შეერთებაა. ამ  დღეებში მოსალოდნელია სტიქიით გამოწვეული პრობლემები, ასევე სხვადასხვა სირთულის ავარიები. ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, ციკლონების წარმოშობა-გავრცელება. უმჯობესია თუ აღნიშნულ დღეებში ნაკლებს ვიმოგზაურებთ და გადავდებთ სარისკო წამოწყებებს, საქმეს აგვისტოს 3 რიცხვის შემდგომ თვის მონაკვეთში.
კონკრეტულად 27 ივლისი სუსტად დადებითი დღე იქნება.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий