суббота, 30 июля 2022 г.

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის მე-4 დღე 

31.07-ის  8:09 სთ.დან  1.08-ის 9:13 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

კუროს მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.

მოქმედება:

მეხსიერება.

სახელწოდება:

შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.

 

ამ დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.

კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადებები მძიმე იქნება.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.

მედიტაცია:

ხმა.

მთვარე იმყოფება  ,,ქალწულის''  ზოდიაქოში          30.07-ის 22:10 სთ.  2.08-ის 8:05 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხის რქის და კუროს  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მორიელის და  კირჩხიბის ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მერწყულის და   ვერძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი მშვილდოსნის და  ტყუპების ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი: დაიწყო ,,გეკატის დღეები''-უმთვარო ღამეები 30 ივლისამდე, რაც ითვლება კრიტიკულ დღეებად. 28 ივლისს ახალმთვარეობაა და პლანეტა იუპიტერის მიმართულების შეცვლა, ასევე, ითვლება კრიტიკულ მოვლენად. 1 აგვისტოს გვექნება მარსის და პლანეტა ურანის შეერთება, რაც ასევე კატასტროფების გამომწვევი შეერთებაა. ამ  დღეებში მოსალოდნელია სტიქიით გამოწვეული პრობლემები, ასევე სხვადასხვა სირთულის ავარიები. ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, ციკლონების წარმოშობა-გავრცელება. უმჯობესია თუ აღნიშნულ დღეებში ნაკლებს ვიმოგზაურებთ და გადავდებთ სარისკო წამოწყებებს, საქმეს აგვისტოს 3 რიცხვის შემდგომ თვის მონაკვეთში.
კონკრეტულად 31 ივლისი კრიტიკული დღე იქნება. ვეცადოთ ნაკლებ ვიმოგზაუროთ და ახალი და სარისკო წამოწყებები გადავდოთ 3-4 აგვისტოს და შემდეგი რიცხვებისთვის.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий