понедельник, 1 августа 2022 г.

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის მე-6 დღე 

2.08-ის 10:27 სთ.დან  3.08-ის  11:22 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:

ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).

მოქმედება:

შეწყალება.

სახელწოდება:

პრანა, ცისარტყელა, წერო.

 

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.

ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.

მისტიური ზეგავლენა:

კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.

სოციალური ზეგავლენა:

ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება ეყვარება ბუნება.


მთვარე იმყოფება  ,,სასწორის''  ზოდიაქოში          2.08-ის 8:05 სთ.დან   4.08-ის 15:47 სთ,ნდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მერწყულის და ტყუპების  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მშვილდოსნის და  ლომის ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თევზების და   კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი თხის რქის და  კირჩხიბის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი:  1 აგვისტოს გვექნება მარსის და პლანეტა ურანის შეერთება, რაც კატასტროფების გამომწვევი შეერთებაა. ამ  დღეებში მოსალოდნელია სტიქიით გამოწვეული პრობლემები, ასევე სხვადასხვა სირთულის ავარიები. ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, ციკლონების წარმოშობა-გავრცელება. უმჯობესია თუ აღნიშნულ დღეებში ნაკლებს ვიმოგზაურებთ და გადავდებთ სარისკო წამოწყებებს, საქმეს აგვისტოს 3 -4 რიცხვის შემდგომ თვის მონაკვეთში.
2 აგვისტო სუსტად ნეგატიური დღე იქნება, განსაკუთრებით 21 საათიდან საღამოს საათები, შემდგომი დღის ღამის 2 საათამდე,


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
facebook: beso beciashvili

 

Комментариев нет:

Отправить комментарий