четверг, 25 августа 2022 г.

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის
29- დღე 

26.08-ის 4:55 სთ.დან 27.08-ის  6:00 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:

პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

ჰიდრა, რვაფეხა.

მოქმედება:

პანიკა.

სახელწოდება:

ჰიდრა, რვაფეხა.

ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

მისტიური ზეგავლენა:

დაცემისა და კატასტროფების დღეა.

საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.

სოციალური ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ძლიერ ნეგატიური.

არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.

მედიტაცია:

არა

მთვარე იმყოფება  ,,ლომის''  ზოდიაქოში           24.08-ის 17:09 სთ.დან 27.08-ის 4:24 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მშვილდოსნის და ვერძის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  სასწორის და  ტყუპების ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თხის რქის და   თევზების ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის.


დღის პროგნოზი: 26 აგვისტო თთული და პრობლემური დღე იქნება. ახლოვდება ახალმთვარეობა, 27 აგვისტოს 12:16 სთ.ზე კულმინაცია.
დაიწყო ,,გეკატის დღეები'', როდესაც მთვარე მზის სხივებში აღარ მოსჩანს და დგება ,,უმთვარო ღამეები'', მთვარის მესამე, დადებით  დღემდე, რომელიც 29.08-ის 7.00 სთ.ზე დაიწყება.
აუცილებელია, 29 აგვისტომდე გადავდოთ ავტომანქანით შორს მგზავრობა, ასევე ექსტემალური სპორტი და დასვენება. ასევე, გადავდოთ ნებისმიერი სარისკო წამოწყებები.
აუცილებელია, ვინც ამას საჭიროებს, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სიფრთხილე გამოვიჩინოთ და მძიმე და დამღლელი საქმიანობა გადავიტანოთ 29 აგვისტოს შემდგომი დროისთვის.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
Facebook: Beso Beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий