понедельник, 29 августа 2022 г.

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის მე-3 დღე

29.08-ის 8:10 სთ.დან    30.08-ის 9:15 სთ.მდე მოქმედებს.  

 ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)

 

სიმბოლური შესატყვისება:

ვერძის 25- და კუროს მე-6 გრადუსები.

სიმბოლო:

ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.

მოქმედება:

ბრძოლა.

სახელწოდება:

ჯიქი, მეომარი

ეს აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა.  საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.

ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.

მთვარის მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. 

სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.

მისტიური ზეგავლენა:

ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.


 მთვარის მე-3 დღეს დაბადებული ადამიანები:

არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

კარგია მეომრის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.

მედიტაცია:

იარაღი.


მთვარე იმყოფება  ,,სასწორის''  ზოდიაქოში        29.08-ის 13:45 სთ.დან   31.08-ის 21:12 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მერწყულის და ტყუპების  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მშვილდოსნის და  ლომის ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თევზების და   კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის.


დღის პროგნოზი: 29 აგვისტო სუსტად დადებითი დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
Facebook: Beso Beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий