понедельник, 29 августа 2022 г.

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.


მთვარის მე-4 დღე 

30.08-ის 8:10 სთ.დან    31.08-ის 10:22 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

კუროს მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.

მოქმედება:

მეხსიერება.

სახელწოდება:

შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.

 

ამ დღეს, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. 

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.

კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. 

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.


მთვარის მე-4 დღეს დაბადებული ადამიანები:

რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.

მედიტაცია:

ხმა.

მთვარე იმყოფება  ,,სასწორის''  ზოდიაქოში        29.08-ის 13:45 სთ.დან   31.08-ის 21:12 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მერწყულის და ტყუპების  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მშვილდოსნის და  ლომის ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თევზების და   კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის.


დღის პროგნოზი: 30 აგვისტო სუსტად დადებითი დღე იქნება, წარმატებას მოიტანს  განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში, ასევე, დადებითია, ზოგადად, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და ინტელექტუალური სფეროს სამუშაოსთვის.. 

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
Facebook: Beso Beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий