вторник, 30 августа 2022 г.

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის მე-5 დღე 

31.08-ის 10:22 სთ.დან 1.09-ის 11:32 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

კუროს მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

მარტორქა, რომელიც მიანიშნებს პრინციპების ერთგულებაზე. მეხუთე დღეს ხალხს ამშვიდებენ წმინდა ქალწულები.

მოქმედება:

კვება.

სახელწოდება:

მარტორქა, ზეთით სავსე კანდელი, საკვები.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია გზისთვის. კვების დღეა. უარი არ უნდა თქვათ ჭამაზე, თუმცა, არც გადამეტებაა სასურველი. არ იშიმშილოთ. ამ დღეს, რომელიც სიმბოლირდება საკვების შეთვისებასთან, მის ტრანსფორმაციასთან, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როცა ორგანიზმი ბოლომდე ითვისებს მას. ამიტომ უნდა მიენდოთ ინსტინქტებს და ჭამოთ ის რაც მოგინდებათ. ასე იქცევიან იოგები. ისინი ცოტა-ცოტა ყველაფერს ყიდულობენ ბაზარში და მიირთმევენ. ამ დღეს საჭიროა კარგად დანაყრება, თუმცა ზომიერად. პროდუქტებიდან მთავარ ადგილზე უნდა იყოს რძე და ხაჭო.

მისტიური ზეგავლენა:

კარგია ტირილი. შეიძლება ბალახებზე მუშაობა, დიეტის შემუშავება. სიმტკიცის დღეა. შეიძლება პრინციპების გამო დავა. ვინმეს დაცვა.

სოციალური ზეგავლენა:

იმპულსური დღეა, მაგრამ არა ცუდი.

კარგია მე-5 დღეს გზაში ყოფნა, ტირილი, ცხადში თუ სიზმრად, ბალახებზე მუშაობა, შეგროვება, გაშრობა, ნაყენების მომზადება.

სამედიცინო თვალსაზრისით:

 შიმშილი არ შეიძლება. უკუნაჩვენებია ცხოველური საკვები.

საკვებიდან მოერიდეთ კომბოსტოს მწნილს, მჟავე კიტრს. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ლპობის მიკრობებს.


მთვარე იმყოფება  ,,სასწორის''  ზოდიაქოში        29.08-ის 13:45 სთ.დან   31.08-ის 21:12 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მერწყულის და ტყუპების  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მშვილდოსნის და  ლომის ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თევზების და   კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის.


დღის პროგნოზი: 31 აგვისტო დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება. ფარობითად მეტად დადებითი იქნება დღის პირველი ნახევარი.  სიყვარულის, ასევე შემოქმედებითი და ცხოვრების სასიამოვნოდ აღქმისთვის განაწყობს საზოგადოებას.(მთვარის და პლანეტა ვენერას სექსტილი-დადებითი ვიბრაციების ზემოქმედება. )

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
Facebook: Beso Beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий