четверг, 1 сентября 2022 г.

1 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის მე-6 დღე 

1.09-ის 11:32 სთ.დან 2.09-ის 12:44 სთ.მდე მოქმედებს. 

სიმბოლური შესატყვისება:

ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:

ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).

მოქმედება:

შეწყალება.

სახელწოდება:

პრანა, ცისარტყელა, წერო.

 

სოციალური ზეგავლენა:

ბედნიერი დღეა. ეს სიყვარულისა და შეწყალების ასევე,   პატიების დღეა..

 საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.

მისტიური ზეგავლენა:

კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის პერიოდია.


სამედიცინო თვალსაზრისით:

ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა


მთვარე იმყოფება  ,,მორიელის''  ზოდიაქოში          31.08-ის 21:12 სთ.დან 3.09-ის 2:30 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თევზების და კირჩხიბის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  ტხის რქის და  ქალწულის ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  ვერძის და   ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
მეიტრალურია მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის.


დღის პროგნოზი: 1 სექტემბერი დადებიტი და სიკეთის მომტანი დღეა, როდესაც საქმეზე დახარჯულ ენერგიას წარმატება მოაქვს. 
(პლანე მარსის, პლანეტა იუპიტერთან ,,სექსტილის '' ანუ, დადებითი ვიბრაციების ზემოქმედებით.)

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
Facebook: Beso Beciashvili

 

Комментариев нет:

Отправить комментарий