среда, 10 апреля 2024 г.

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის მე-4 დღე 

11.04-ის 7:22 სთ.დან 12.04-ის 8:11-სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

კუროს მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.

მოქმედება:

მეხსიერება.

სახელწოდება:

შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.

 

ამ დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.

კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადებები მძიმე იქნება.

მე-4 მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:

რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.

მედიტაცია:

ხმა.


მთვარე იმყოფება   ,,კუროს''   ზოდიაქოში          9.04-ის 15:24 სთ.დან   11.04-ის  16:58 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ქალწულის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება კირჩხიბის და თევზების   ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და  სასწორის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები ვერძის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი ლომის და მერწყულის  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 11 აპრილი ნეიტრალური დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274

facebook Beso Beciashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий