пятница, 12 апреля 2024 г.

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის მე-6 დღე 

13.04-ის  9:09 სთ.დან 14.04-ის 10:04 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:

ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).

მოქმედება:

შეწყალება.

სახელწოდება:

პრანა, ცისარტყელა, წერო.

 

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.

ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.

მისტიური ზეგავლენა:

კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.

სოციალური ზეგავლენა:

ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება ეყვარება ბუნება.

 მთვარე იმყოფება   ,,ტყუპების''   ზოდიაქოში  11.04-ის  16:58 სთ.დან   13.04-ის 21:44 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, სასწორის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება ლომის და ვერძის   ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და  თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები კუროს ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი ქალწულის და თევზების  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:13 აპრილი დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274

facebook Beso Beciashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий