среда, 17 апреля 2024 г.

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის 11- დღე 

18.04-ის 14:21 სთ.დან  19.04-ის 15:23 სტ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:

ლომის 1 და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:

ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი.

მოქმედება:

პროფესიონალიზმი.

სახელწოდება:

გვირგვინი, ხმალი, ლაბირინთი.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

დიდი საქმეები არ წამოიწყოთ, ზარალს მოიტანს. ცუდია ვაჭრობისათვის, საქმიანობისათვის, სადაც ტრამვის საშიშროებაა. კარგია მოგზაურობისათვის, ადიგილის შესაცვლელად, აგრეთვე დაწყებული საქმის დასამთავრებლად.

მისტიური ზეგავლენა:

უკონტროლო ენერგიის დღეა. გამოუცდელებს არ ურჩევენ რამის დაწყებას ან გაკეთებას. შეიძლება ყურადღება დაეთმოს სხეულს, დაისვენეთ, გააკეთეთ ვარჯიშები მოქნილობისა და ძალის განსავითარებლად. ამ დღეს უფრთხილდით მწერებს. ეს ის დღეა, როცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ნებისმიერი საქმიანობისას. შეიძლება გააკეთოთ რაიმე გამწმენდი პროცედურები, კერძოდ ასტრალის, მაგიური მოქმედებებით და ლოცვით, მაგრამ ამ ყველაფრისათვის ზედმიწევნით მომზადებული უნდა იყოთ.

თუ ადამიანმა არ იცის, ანდა არ არის განწმენდილი, ნუ დაიწყებს რაიმე სერიოზულს. ხალხი ვინც კარგად არ არის დახელოვნებული ყოველდღიური პრაქტიკით, არ უნდა გადაიტვირთონ, არ აიღოთ ხელში მჭრელი ინსტრუმენტები, პურიც კი არ დაჭრათ ამ დღეს. დაწყებული საქმისათვის თავის დანებება არ შეიძლება. ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.

ძირს დავარდნილი დანა, ჩანგალი, საშიშროებაზე გაფრთხილებთ. არ არის რეკომენდირებული მწერებთან მიახლოება (არც მოკვლა არ შეიძლება).

სოციალური ზეგავლენა:

არც ისე სიკეთისმომტანი დღეა. სხეულისა და გონების მკვეთრი გამოვლინება ხდება. არ შეუდგეთ უცხო საქმიანობას (განსაკუთრებით ტრამვის საშიშროება თუ არის).

სამედიცინო თვალსაზრისით:

აუწერელი მოულოდნელობების დღეა. ბევრი საოცრება ხდება. ავადმყოფზე გაძლირებუილ ზემოქმედება საკმაოდ ცუდია. დაწყებული ავადმყოფობები საშიშია, განსაკუთრებით ქალებისათვის.

კარგია მთვარის მე-11 დღეს შიმშილობის დაწყება.

მე-11 მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:

ფლობენ ოკულტური ნიჭის დიდ ძალას, თავისდა საუბედუროდ. ცხოველები არ წყალობენ. მწერები პირიქით, სულ გარს ახვევიან. განსაკუთრებულ ნიჭს არაფერში არ ამჟღავნებენ. ამ დღეს დაბადებულები ძლიერები და პრაქტიკულად ამოუცნობი და უცნაური ხალხია. ხშირად ემართებათ კატაკლიზმები. ასეთ ხალხს ხშირად კბენენ ძაღლები, კალიები და თვით ძროხებიც კი.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ბიჭის ჩასახვისათვის საუკეთესო დღეა. ბევრი არაჩვეულებრივი ბუნებრივი ძალების მატარებელი იქნება. აქტიური მებრძოლი. ექნება მაგიის ნიჭი.

მედიტაცია:

სხეულის შინაგანი პროცესები.


მთვარე იმყოფება   ,,ლომის''   ზოდიაქოში      15.04-ის 22:58 სთ.დან  18.04-ის  18:10 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მშვილდოსნის და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება სასწორის და ტყუპების   ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და  თევზების ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები კირჩხიბის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი მორიელის და კუროს  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 18 აპრილის დღის პირველი ნახევარი 14:20 საათამდე დადებითია, უკვე მე-11 მთვარის დღის დაწყებიდან, ფარდობითად, ნაკლებ წარმატებული იქნება დღის მეორე ნახევარი.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274

facebook Beso Beciashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий