среда, 24 апреля 2024 г.

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის მე-16 დღე 

23.04-ის 19:29 სთ.დან  24.04-ის 20:34 სთ.მდე მოქმედებს.

მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე

 

სიმბოლური შესატყვისება:

სასწორის 1-ლი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:

მტრედი, პეპელა.

მოქმედება:

განწმენდა.

სახელწოდება:

მტრედი, პეპელა, კიბე.

 

ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ზომიერება. ეს ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური, გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუნაჩვენებია სექსი. განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დადგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშავოთ სულის, სხეულისა და ფსიქიკის ჰარონიაზე. ნუ დაგმოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა. 

მისტიური ზეგავლენა:

-

სოციალური ზეგავლენა:

კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება.

სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი.

მე-16 მტვარის  დღეს დაბადებული ადამიანები:

სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი გაწონასწორებული ადამიანი იქნება.

მედიტაცია:

თეთრი ფერი.

მთვარე იმყოფება   ,,მორიელის''   ზოდიაქოში         23.04-ის 19:20 სთ.დან  26.04-ის 5:37 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თევზების და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება თხის რქის და ქალწულის   ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და  ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები სასწორის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი მერწყულის და ლომის  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:24 აპრილი სავსე მტვარეობის დღეა (კულმინაცია 3:48 სთ.ზე.)  რთული დღე იქნება, მაგრამ სუსტად დადებითი, ვაკეთოთ მიმდინარე, ყოველდღიური საქმე. კრიტიკულად იმოქმედებს ფსიქიკასა და ზოგადად ჯანმრთელობაზე. შევეცადოთ ამ დღეს ნუ მივიღებთ ალკოჰოლს.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274

facebook Beso Beciashvili 

Комментариев нет:

Отправить комментарий