пятница, 26 апреля 2024 г.

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის მე-19 დღე 

 

სიმბოლური შესატყვისება:

მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

-

მოქმედება:

დამარცხება.

სახელწოდება:

ობობა, ბადე.

 

ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ.

ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.

მისტიური ზეგავლენა:

შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.

სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.


სამედიცინო თვალსაზრისით:

კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.

დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.

მე-19 მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:

ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი.  ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.

მედიტაცია:

ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.


მთვარე იმყოფება   ,,მშვილდოსნის''   ზოდიაქოში        26.04-ის 5:37 სთ.დან   28.04-ის 13:37 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ვერძის და ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება მერწყულის და სასწორის   ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და  კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები მორიელის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი თევზების და ქალწულის  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:  27 აპრილი კრიტიკული დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274

facebook Beso Beciashvili 


Комментариев нет:

Отправить комментарий