суббота, 6 апреля 2024 г.

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის 28- დღე 

სიმბოლური შესატყვისება:

მზე. მერწყულის 25- და თევზების მე-6 გრადუსებს.

სიმბოლო:

ლოტოსი.

მოქმედება:

წყალობა.

სახელწოდება:

ლოტოსი.

სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.

ეს მიწიერი საქმეების დღეა.

მისტიური ზეგავლენა:

საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.

სოციალური ზეგავლენა:

ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.

დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.


ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.

მედიტაცია:

იდეალები, სანთელი.


მთვარე იმყოფება   ,,თევზების''   ზოდიაქოში        5.04-ის 15:12 სთ.დან  7.04-ის 15:25 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კირჩხიბის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება კუროს და თხის რქის   ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის და  სასწორის ნიშნებს.
თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები მერწყულის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი ტყუპების და მშვილდოსნის  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: მიუხედავად რთული ენერგეტიკული ფონის, 7 აპრილი ფარდობითად დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება.

 (გავითვალისწინოთ, რომ 8 აპრილს გვექნება ახალმთვარეობა, მზის დაბნელებით. მოსალოდნელია, რომ 25 მარტის სავსე მთვარის დაბნელებიდან 8 აპრილის მზის დაბნელებამდე დროის შუალედი ფარდობითად რთული იქნება. ამას დაემატება 2 აპრილს პლანეტა მერკურის მიმართულების შეცვლა, რეტროგრადულ მოძრაობაზე გადასვლა. ეს მოვლენაც შექმნის რამოდენიმე დღიან შეფერხებას ჯანმრთელობასა და მიმდინარე საქმეზე. სასურველია, თუ მთვარის და მზის დაბნელებებს შორის არ  დავიწყებთ ახალ და რთულ საქმეს, ნუ დავგეგმავთ ასევე  შორს მოგზაურობას. ვაკეთოთ მიმდინარე, ყოველდღიური საქმე.)

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274

facebook Beso Beciashvili 


Комментариев нет:

Отправить комментарий