пятница, 15 ноября 2024 г.

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის მე-15 დღე

15.11-ის   17:03-სთ.დან   16.11-ის 17:42 სთ.მდე მოქმედებს. 


 

სიმბოლური შესატყვისება:

ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.

მოქმედება:

ცდუნება.

სახელწოდება:

გველი, ტურა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).

მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.

მე-15 მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:

გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.

მედიტაცია:

სიჩუმე, სიცარიელე.


მთვარე იმყოფება   ,,ტყუპების''   ზოდიაქოში     16.11-ის 11:09 სთ.დან     18.11-ის 12:50 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, სასწორის და მერწყულის  ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება  ლომის და  ვერძის  ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება მორიელის და თხის რქის ნიშნებს.

ტყუპების და მშვილდოსნის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები კირჩხიბის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი ქალწულის და თევზების  ნიშნებისთვის.



დღის პროგნოზი: ახლოვდება 16 ნოემბერს სავსემთვარეობაა, კულმინაცია 1:28 სთ.ზე. ასევე პლანეა სატურნი ადგილშე შეჩერდება დედამიწიდან დამკვირვებლის პოზიციიდან დაშემდგომ გადავა დირექტულ, სწორ მოზრაობაზე. ეს მოვლენაც პრობლემატურად იმოქმედებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე. 16 ნოემბერი კრიტიკული და პრობლემატური დრე იქნება. არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება, ასევე სარისკო და მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება, ანდა ასეთი საქმის კეთება. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ გულსისხლხლძარღვთა სფეროს დაავადებებს. 

15 ნოემბერის სუსტად დადებითი დღე იქნება.

   მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის ეს საათები, ყოველ ჯერზე, უნდა გადაიყვანოთ თქვენ ადგილობროვ დროზე, რომ სწორად იხელმძღვანელოთ პროგნოზებით.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274   

Комментариев нет:

Отправить комментарий