მთვარის მე-17 დღე
17.11-is 18:31 sT.dan 18.11-is 19:31 sT.mde moqmedebs.
|
სიმბოლური შესატყვისება: |
სასწორის მე-13 და
24-ე გრადუსები. |
|
სიმბოლო: |
ზარი,
ყურძნის
მტევანი. |
|
მოქმედება: |
ექსტაზი. |
|
სახელწოდება: |
ზარი,
ყურძნის
მტევანი. |
ამ
დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული
ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.
მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე ჴ იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.
რეკომენდებულია მშრალი ღვინო.
მისტიური
ზეგავლენა:
-
სოციალური
ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ჴ ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს ჴ უმაღლეს სიყვარულს).
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი ჴ პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.
მედიტაცია:
ცეკვა.
მთვარე იმყოფება ,,ტყუპების'' ზოდიაქოში 16.11-ის 11:09 სთ.დან 18.11-ის 12:50 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, სასწორის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის. სუსტად დადებითი დღეები ექნება ლომის და ვერძის ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება მორიელის და თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.
დადებითია აღნიშნული დღეები კირჩხიბის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი ქალწულის და თევზების ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: პლანეა სატურნი ადგილშე შეჩერდება დედამიწიდან დამკვირვებლის პოზიციიდან და შემდგომ გადავა დირექტულ, სწორ მოძრაობაზე. ეს მოვლენა პრობლემატურად იმოქმედებს ამინდის ცვლილებაზე და ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე. 17 ნოემბერს გრძელდება სავსე მთვარის რთული ზემოქმედება.
17 ნოემბერი სუსტად დადებითი დღე იქნება.
მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის ეს საათები, ყოველ ჯერზე, უნდა გადაიყვანოთ თქვენ ადგილობროვ დროზე, რომ სწორად იხელმძღვანელოთ პროგნოზებით.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ:5 93 215274

Комментариев нет:
Отправить комментарий