вторник, 19 ноября 2024 г.

20 ნოემბრის ასტროლოგიური პრონოზი, 2024 წელი

 



მთვარის მე-19 დღე 

მოქმედებს ზოგადად 20 ნოემბერს

 

სიმბოლური შესატყვისება:

მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

-

მოქმედება:

დამარცხება.

სახელწოდება:

ობობა, ბადე.

 

ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ.

ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.

მისტიური ზეგავლენა:

შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.

სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.

სოციალური ზეგავლენა:

-

სამედიცინო თვალსაზრისით:

კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.

დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.

მე-19 მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:

ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი.  ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.

მედიტაცია:

ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.


მთვარე იმყოფება   ,,კირჩხიბის''   ზოდიაქოში          18.11-ის 12:50 სთ.დან  20.11-ის 17:51 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მორიელის და თევზების  ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება  ქალწულის და  კუროს  ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.

კირჩხიბის და თხის რქის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები ლომის ნიშნისთვის.


კრიტიკულია ეს პერიოდი სასწორის და ვერძის  ნიშნებისთვის.



დღის პროგნოზი: 20 ნოემბერი რთული და დაბრკოლებების მომტანი დღე იქნება,

დაკვირვებით გავეცნოთ მთვარის მე-19 დღის ზემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს.

   მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის ეს საათები, ყოველ ჯერზე, უნდა გადაიყვანოთ თქვენ ადგილობროვ დროზე, რომ სწორად იხელმძღვანელოთ პროგნოზებით.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274   

Комментариев нет:

Отправить комментарий