пятница, 22 ноября 2024 г.

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის 22- დღე 

 

სიმბოლური შესატყვისება:

მშვილდოსნის მე-13 და 24- გრადუსები.

სიმბოლო:

განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.

მოქმედება:

სწავლა.

სახელწოდება:

სპილო, წიგნი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

-

მისტიური ზეგავლენა:

ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა გარდაქმნების წიგნი -ცზინი”-. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.

სოციალური ზეგავლენა:

სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდირებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22- დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

-

მედიტაცია:

წიგნი.

მთვარე იმყოფება   ,,ქალწულის''   ზოდიაქოში             23.11-ის 3:00 სთ.    25.11-ის 15:19 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხის რქის და კუროს  ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება  მორიელის და  კირჩხიბის  ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა მერწყულის და ვერძის ნიშნებს.

ქალწულის და თევზების  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები სასწორის ნიშნისთვის.


კრიტიკულია ეს პერიოდი მშვილდოსნის და ტყუპების  ნიშნებისთვის.



დღის პროგნოზი: 23 ნოემბერი სუსტად დადებითი დღე იქნება.


   მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის ეს საათები, ყოველ ჯერზე, უნდა გადაიყვანოთ თქვენ ადგილობროვ დროზე, რომ სწორად იხელმძღვანელოთ პროგნოზებით.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274   



Комментариев нет:

Отправить комментарий