понедельник, 25 ноября 2024 г.

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის 25- დღე 

                                     მოქმედებს ძირითად 26  ნოემბერს                                      

 

სიმბოლური შესატყვისება:

თხის რქის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით.

მოქმედება:

წარმოსახვა.

სახელწოდება:

ნიჟარა, ჭურჭელი, კუ.

 

შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.

პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.

ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25- დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.

მისტიური ზეგავლენა:

ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.

სოციალური ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.

სამედიცინო თვალსაზრისით:

-

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები”.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: მიზანი ამართლებს საშუალებას არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.

მედიტაცია:

შესაძლებელი იდეალი ადამიანში.


მთვარე იმყოფება   ,,სასწორის''   ზოდიაქოში                25.11-ის 15:19 სთ.დან   28.11-ის 4:20 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხის რქის და კუროს  ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება  მორიელის და  კირჩხიბის  ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა მერწყულის და ვერძის ნიშნებს.

ქალწულის და თევზების  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები სასწორის ნიშნისთვის.


კრიტიკულია ეს პერიოდი მშვილდოსნის და ტყუპების  ნიშნებისთვის.


დღის პროგნოზი: 26 ნოემბერი სუსტად უარყოფითი დღე იქნება.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий