пятница, 29 ноября 2024 г.

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი

 



მთვარის 29- დღე 

სიმბოლური შესატყვისება:

პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

ჰიდრა, რვაფეხა.

მოქმედება:

პანიკა.

სახელწოდება:

ჰიდრა, რვაფეხა.

ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

მისტიური ზეგავლენა:

დაცემისა და კატასტროფების დღეა.

საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.

სოციალური ზეგავლენა:

ძლიერ ნეგატიური.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ძლიერ ნეგატიური.

არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.

მედიტაცია:

არა


მთვარე იმყოფება   ,,მორიელის''   ზოდიაქოში                  28.11-ის 4:20 სთდან  30.11-ის 15:53 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თევზების და კირჩხიბის  ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება   თხის რქის და  ქალწულის  ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ვერძის და ტყუპების ნიშნებს.

მორიელის და კუროს  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები მშვილდოსნის ნიშნისთვის.


კრიტიკულია ეს პერიოდი მერწყულის და ლომის  ნიშნებისთვის.


დღის პროგნოზი: 30 ნოემბერი ერტ-ერტი ყველაზე კრიტიკული დღე იქნება. ვეცადოტ ვაკეთოთ მხოლოდ ყოველდღიური, აუცილებელი საქმე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593 215274

Facebook: Beso Beciashvili

პირადი ჰოროსკოპის შედგენისთვის (ასტროლოგთან კონსულტაციისთვის) მომწერეთ მესენჯერით ან, დამირეკეთ მობილურზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий